მთავარიმსოფლიო“მძიმე ღამე ახლო აღმოსავლეთში”

“მძიმე ღამე ახლო აღმოსავლეთში”

ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება.

სირიისა და იორდანიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, სამხედრო დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაიჭრა.

“სამხედრო დრონებით იერიში რიგით 22-ე სამხედრო ბაზაზე მიიტანეს, ეს ბაზა სირიისა და იორდანიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და ის “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წარმოებისას ააშენეს. უცნობია, თუ რა ზიანი მიადგა სამხედრო ბაზას, დაღუპულია სამი ამერიკელი ჯარისკაცი და დაჭრილია 20-ზე მეტი”, – ამბობს ჯონ გამბრელი, AP-ის ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრალს სდებს ერაყში მოქმედ და თეირანის მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციას, სწორედ ამ ძალებს მიაქვთ სხვადასხვა შეიარაღებით იერიშები ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაწყებული ომის შემდეგ.

“ძალიან მძიმე მომენტია ჩვენთვის, ჩვენს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანეს და სამი მამაცი ჯარისკაცი დავკარგეთ, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ მტერს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლმა ორივე პოლიტიკოსმაც გააკეთა განცხადებები. დონალდ ტრამპის თქმით, თეთრ სახლში მისი ყოფნის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმას ვერავინ გაბედავდა. ხოლო ნიკი ჰეილის თქმით, ეს სამარცხვინო თავდასხმა გახლდათ.

“დღეს სამი გმირი დავკარგეთ, ბევრი კი დაჭრილია. ჩვენს სამხედროებზე ბოლო პერიოდში უკვე 160-ზე მეტი იერიში მიიტანეს, ეს სამარცხვინოა, დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს ჩვენი თანადგომა ესაჭიროებათ”, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ, გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.

იემენში მოქმედ ჰუსიტებსა და დასავლეთს შორის მიმდინარე დაპირისპირების, “ჰამასსა” და ისრაელს შორის მიმდინარე ომისა და ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის სავარაუდო ომის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში ვითარება იძაბება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend