მთავარიაზიაისრაელიისრაელმა "ჰეზბოლას" პოზიციები დაბომბა

ისრაელმა “ჰეზბოლას” პოზიციები დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ლიბანში მოქმედ “ჰეზბოლას” პოზიციებზე მიიტანეს იერიში. იერუსალიმში აცხადებენ, რომ სამხედრო საჰაერო ძალების გამოყენებით, სამხრეთ ლიბანში “ჰეზბოლას” ორი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის სასაზღვრო არეალში თითქმის ყოველდღეა სხვადასხვა მასშტაბის შეტაკება. ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “ჰეზბოლასთან” ომის საშიშროება გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

თავის მხრივ, ლიბანური მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, ისრაელის არმიისთვის “ჰეზბოლასთან” დაპირისპირება მარტივი გასეირნება არ იქნება. დასავლეთი, მათ შორის ვაშინგტონი ღიად და დახურულ კარს მიღმა ყველა ღონეს ხმარობს, რათა “ჰამასსა” და ისრაელს შორის ომი რეგიონულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend