აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ იორდანიაშ მომხდარ ინციდენტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
თავდასხმის დროს დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. ბოლო ინფორმაციით, დრონი ჯარისკაცების ყაზარმებთან აფეთქდა.
პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა სირიასა და ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ რადიკალურ შეიარაღებულ ჯგუფებს ეკისრებათ.
ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი დაწყებიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.
კვირას კი ისრაელმა ლიბანზე მორიგი ავია და საარტილერიო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ კუთვნილი ტერორისტული ინფრასტრუქტურა იყო.
A number of launches from Lebanon toward Israel were identified a short while ago, to which we responded with artillery fire.
Earlier today, IDF fighter jets struck two Hezbollah terrorist infrastructure and a Hezbollah military compound in southern Lebanon.
We will continue…
— Israel Defense Forces (@IDF) January 26, 2024
ამასთანავე, გრძელდება მძიმე ბრძოლები ღაზის სექტორში.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ღაზის სიდიდით მეორე ქალაქ ხან-იუნისშიც.
ისრაელში რამდენიმე ჯგუფი ომის შემდგომი ცვლილებებისთვის ემზადება.
კვირას იერუსალიმში გაიმართა კონფერენცია, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში ებრაელების დაბრუნებას მოითხოვენ.