მთავარისაქართველო"გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა" - ირაკლი ღარიბაშვილმა...

“გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა” – ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა. მან თქვა, რომ პირნათლად ემსახურა ქვეყანას და უკომპრომისოდ იცავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს. ის ამაყობს შედეგებით, რომლებსაც გუნდთან ერთად მიაღწია.

“ჯამში ყველაზე დიდხანს, 5 წელი, ვიყავი ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე ფართო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და “ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერად მუშაობის დროს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო მოხელეებს, ასევე ოჯახს.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგის დასასრულს.

მან ასევე თქვა, რომ მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პარტიაში საქმიანობის გაგრძელება და ამასთანავე, ქვეყნის განვითარებასა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend