ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წამოწყებული საპასუხო იერიშიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ღაზის მოსახლეობის 85 პროცენტი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, ხოლო თითქმის მთლიანი მოსახლეობა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი, შიმშილის ზღვარზეა.
“სიტუაცია სავალალოა. მთელი მოსახლეობა, 2 მილიონ 200 ათასი ადამიანი საკვების გარეშეა. ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც ჩანს, რომ აბსოლუტური კრიზისია. ამ მოსახლეობის მეოთხედი, 500 000 ადამიანი, საერთოდ კატასტროფის ზღვარზეა. სიტუაცია უპრეცედენტოა, არამხოლოდ თავისი მასშტაბით, არამედ ზოგადად მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. თუ სიტუაციის შეცვლას ვერ მოვახერხებთ, მალე შესაძლოა საყოველთაო შიმშილი დაიწყოს”, — აცხადებს კარლ სკაუ, მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
The need for a longer-term ceasefire in #Gaza has never been greater.
Hunger is spreading widely and people are growing increasingly desperate in their search food.
We need more access. We need more supplies. We need lasting peace. pic.twitter.com/uzoZQpTgod
— World Food Programme (@WFP) December 13, 2023
ომამდე ღაზაში დღეში 500-მდე სატვირთო შედიოდა, ახლა კი მათი რაოდენობა, სულ რაღაც 30-ია.
“იორდანიიდან ან ეგვიპტიდან ღაზაში შესვლა უზარმაზარ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული. უნდა გავამარტივოთ ეს პროცესი, რათა შევძლოთ ტვირთების შეტანა. მოცდის დრო არ არის, სიტუაცია ახლავე უნდა შევცვალოთ, რომ ადამიანები გადავარჩინოთ”, — ამბობს ის.
ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს აღწევს, შიმშილმა კი, ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს.