მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთსა და გერმანიაში გაიზარდა ებრაელთა მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები

საფრანგეთსა და გერმანიაში გაიზარდა ებრაელთა მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები

ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთსა და გერმანიაში გაიზარდა ებრაელთა მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები.

გერმანიის ფედერალური კომისარი ფელიქს კლაინი  აცხადებს, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 22 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში  2249 ანტისემიტური ინციდენტი გამოვლინდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 320 პროცენტით მეტია.

კომისარი ფელიქს კლაინი და ებრაელი ლიდერები შიშობენ, რომ ებრაელების მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული ნორმად იქცა.

მსგავსი ვითარებაა საფრანგეთში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით,  7 ოქტომბრის შემდეგ ანტისემიტიზმის 1677 შემთხვევა გამოვლინდა, ეს მაჩვენებელი ბოლო 3 წლის ჯამური მონაცემების ტოლია.

სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ამ შემთხვევების 60 პროცენტი ფიზიკური თავდასხმა, სიტყვიერი და ჟესტიკულაციური მუქარაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend