მთავარიმსოფლიოNATOრუსეთს ნატოში გაწევრება სურდა - ირკვევა აშშ-ის საარქივო მასალებიდან

რუსეთს ნატოში გაწევრება სურდა – ირკვევა აშშ-ის საარქივო მასალებიდან

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა  გამოაქვეყნა საარქივო მასალა, რომელიც ბილ კლინტონისა და ბორის ელცინის საუბარს ასახავს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობს ნატოში საკუთარი სახელმწიფოს გაწევრების აუცილებლობაზე და ამბობს რომ ევროპას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთად შეუძლიათ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ამავე დოკუმენტების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა მოლდოვასა და საქართველოში სისხლის ღვრის შეწყვეტის სურვილზე.

საუბარი 1994 წლის 14 იანვარს შედგა სადილზე, მასპინძელი რუსი ლიდერი იყო. ჩანაწერის თანახმად, ამერიკული მხარის პასუხი იყო საკმაოდ თავშეკავებული.

2024 წელს უკრაინაში რუსულ ინტერვენციას წინ უძღოდა მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი ერთგვარი ულტიმატუმი, რომელიც გულისხმობდა ნატოს 1997 წლის საზღვრებში უკანდახევის მოთხოვნას, ეს კი ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების ნატოს უსაფრთხოების ქოლგის გარეთ დარჩენას გულისხმობდა.

ამავე დროს, კრემლის თანამედროვე გეოპოლიტიკური ნარატივის ერთ-ერთი ქვაკუთხედია მოცემულობა, რომლის თანახმადაც, დემოკრატიულმა დასავლეთმა პირობა მისცა მოსკოვს ცივი ომის დასრულებისას, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend