საქართველოს საკალათბურთო ALL STAR-ის ანუ “ყველა ვარსკვლავის მატჩის” შემადგენლობა ცნობილია.
დასრულდა სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის მატჩი” გამოკითხვა და გამოვლინდა სასტარტო ხუთეულები. გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა გუნდ „ქუთაისის“ კალათბურთელმა გიორგი ოჩხიკიძემ მიიღო – სულ 3998 ხმა….
2024 წლის სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩს 28 იანვარს, 19:00 საათზე, „თბილისი არენა“ უმასპინძლებს. ასევე ამ საკალათბურთო ღონისძიებაზე ჩატარდება სამქულიანების კონკურსი, რომელშიც საკალათბურთო სუპერლიგის საუკეთესო მსროლელები მიიღებენ მონაწილეობას.