თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში 26 იანვარს სტუდენტები შეიკრიბნენ და გამოსახლების პოლიტიკა გააპროტესტეს. ისინი ითხოვენ დაკავებული აქტივისტების აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას.
სტუდენტთა პროტესტს უნივერიტეტის ეზოში აქტივისტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც მაცხოვრებელს სახლის დატოვებას აიძულებს, უსამართლო და შესაცვლელია.
აკაკი ჩიქობავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და გიორგი ხასაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, 23 თებერვალს, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
პროსტესტის ნიშნად სტუდენთა ნაწილმა უნივერიტეტში კანცელარიის ოთახი დაიკავა.
სტუდენტებმა, მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და თავდაპირველ მოთხოვნებთან ერთად უნივერიტეტის პროფესურას გაფიცვისკენ მოუწოდეს.
სტუდენტებმა განაცხადეს, რომ ისინი პროტესტის შეწყვეტასა და შენობის დატოვებას არ აპირებენ.