მარსზე არსებული ნასას ვერტმფრენი, სახელწოდებით „ინჯინუითი“ ბოლოჯერ გაფრინდა.
კოსმოსურმა სააგენტომ ხუთშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვერტმფრენი როტორის ფრთის დაზიანების გამო ვეღარ აფრინდება.
85 მილიონი დოლარის ღირებულების მისია ოფიციალურად დასრულდა.
NOW: An update on our Ingenuity #MarsHelicopter, which reached the end of its mission after 72 (of an expected five) flights. Listen in. https://t.co/pzrY2m9o50 pic.twitter.com/AeWtRzdeqi
— NASA (@NASA) January 25, 2024
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, „ინჯინუითი“ მოკლევადიანი საცდელი ვერტმფრენი უნდა ყოფილიყო. თუმცა მან 3 წლის განმავლობაში მარსზე 72 ფრენა შეასრულა.
ჯამში „ინჯინუითმა“ 18 კილომეტრი დაფარა, რაც, ნასას ინფორმაციით, თავდაპირველ გეგმაზე 14-ჯერ მეტია.
„რასაც „ინჯინუითიმ“ მიაღწია, ბევრად აღემატება იმას, რაც შესაძლებლად მიგვაჩნდა. ვეთანხმები იმას, რაც „ინჯინუითის“ პირველი ფრენის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ნასამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მონდომებითა და ნიჭიერ ამერიკელებთან თანამშრომლობით, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენც ამის გაკეთებას ვცდილობთ NASA-ში, რომ შეუძლებელი შესაძლებელი გავხადოთ“, – განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონი.
„ინჯინუითი“ მარსზე პირველად 2021 წელს დაეშვა. მისი მისია იყო, რომ წითელ პლანეტაზე მყოფ მარსმავალს დახმარებოდა გზის გაკვალვაში.
ინჯინუითიმ დაადასტურა, რომ მარსის თხელ ატმოსფეროშიც კი, ფრენა შესაძლებელია. ამ წარმატების შემდეგ NASA-მ მარსის მომავალ მისიაში კიდევ ორი მინივერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.