მთავარიევროპარუსეთიმოსკოვი საპასუხო ზომებით ემუქრება შვედეთსა და ნატოს

მოსკოვი საპასუხო ზომებით ემუქრება შვედეთსა და ნატოს

მოსკოვიდან ისევ მუქარა ისმის. ამჯერად მისი სამიზნე შვედეთია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრებას უარყოფითი გავლენა ექნება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობაზე და მოსკოვის პასუხიც შესაბამისი იქნება.

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი უსაფრთხოების შესუსტებას, ამის შესახებ რუსეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა. ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური ხასიათის საპასუხო ზომებს, რათა შევაჩეროთ საფრთხე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ. ჩვენ გადავწყვეტთ, რა იქნება ჩვენი პასუხი იმის მიხედვით, თუ რა ზომებს მიიღებს ნატო შვედეთის ნატოში ინტეგრაციის ფარგლებში“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ლავროვის უწყების პრესსპიკერმა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს წვრთნებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეს „ღია პროვოკაციაა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend