მთავარისპორტიიურგენ კლოპი "ლივერპულს" ტოვებს

იურგენ კლოპი “ლივერპულს” ტოვებს

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად თავად გერმანელმა სპეციალისტმაც დაადასტურა. იურგენ კლოპმა “ლივერპული” 2015 წლის 8 ოქტომბერს ჩაიბარა და უკვე მე-9 წელია კლუბის ტრენერია, ამ პერიოდის განმავლობაში ლივერპულმა ინგლისის პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იურგენ კლოპმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარიც გააკეთა.

“სეზონის ბოლოს ლივერპულს დავტოვებ. მესმის, რომ ეს ბევრისთვის ახლა შოკია, მაგრამ შემიძლია ავხსნა. მე მიყვარს ყველაფერი ამ ქალაქში, მე მიყვარს ყველაფერი ამ გულშემატკივრებში, აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს ამ კლუბში. თუმცა ის ფაქტი, რომ მაინც ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, ადასტურებს, რომ დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ენერგია აღარ მაქვს, დიდი ხანია ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა ამის გამოცხადება. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არ შემიძლია მუდმივად მუშაობა. იმ წლების შემდეგ, რომელიც ერთად გავატარეთ და იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, “ლივერპულისადმი” პატივისცემა და სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა დაგტოვოთ”, – ამბობს იურგენ კლოპი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend