მთავარისაქართველოჰაკერების თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე

ჰაკერების თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

სავარაუდოდ, თავდასხმა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა განახორციელა. საიტზე შესულ ადამიანებს ხვდებოდათ წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ, დიდება რუსეთს“.

Cozy Bear ჰაკერების რუსული ჯგუფია, რომელიც დასავლური დაზვერვის სამსახურის ცნობით, „ფეესბეს“ ხელმძღვანელობით მოქმედებს.

ამ დროისთვის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია. ასევე წაშლილია ჰაკერების დატოვებული ტექსტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend