მთავარიმსოფლიოევროპაესპანეთსა და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ადრეულად დათბა

ესპანეთსა და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ რეგიონში ადრეულად დათბა

ესპანეთსა და სამხრეთ ევროპის ნაწილებში ადრეული გაზაფხულის სითბოა. იბერიის ნახევარკუნძულზე მძლავრი ანტიციკლონის ფონზე ქვეყანაში გასული დღეების განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა.

ვალენსიისა და მურსიის რეგიონებში ტემპერატურა 28 გრადუსს აღწევს.

თბილ ამინდებთან დაკავშირებით მოსახლეობას განსხვავებული მოსაზრება აქვს.

ზოგს მოსალოდნელი ცხელი ზაფხულის გამო ახლა სიგრილე ურჩევნია. ზოგი კი გაზაფხულის შეგრძნებითა და მზის სხივებით ტკბება.

საფრანგეთშიც უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა.

ინისითბურმა ტალღამ მნიშვნელოვნად გაზარდა ტემპერატურის საშუალო  მაჩვენებელი, 2024 წლის 24 იანვარი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად თბილი გამოდგა.

ანტიციკლონის ჰაერის მასები ხელს უშლის ზამთრის ცივი ჰაერის გავრცელებას მთელ რეგიონში. სინოპტიკოსები ვარაუდობენ,  რომ თბილი ამინდები კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend