მთავარიამერიკააშშ"ყველა გამოკითხვის მიხედვით ჯო ბაიდენს ვამარცხებთ" - დონალდ ტრამპი

“ყველა გამოკითხვის მიხედვით ჯო ბაიდენს ვამარცხებთ” – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობამდე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მას შემდეგ, რაც ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა.

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა ნიუ ჰემფშირის შტატში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში გაეროში სახელმწიფოს ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი დაამარცხა. დონალდ ტრამპმა კონკურენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია რესპუბლიკური პარტიის წევრების ურყევ მხარდაჭერაში.

“მე მსურს მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, გამარჯვება ჩვენი იქნება. მე მაინტერესებს, თუ რისი იმედი ჰქონდა ჩემს კონკურენტს, მან საშინელი შედეგები მიიღო, მას კი გამარჯვების იმედი ჰქონდა. მე ყველას შესაბამის პასუხს გავცემ და წყენას გულში არ ჩავიტოვებ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩატარებული ყველა გამოკითხვის თანახმად, ჯო ბაიდენს ვამარცხებთ და ნათელია, რომ სწორი გზით მივდივართ”, -აცხადებს დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი.

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან სიტყვით გამოდის. 23 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/David Goldman

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend