მთავარიევროპარუსეთირუსი სამხედრო ბლოგერის აფეთქებაში ბრალდებულს 27 წელი მიუსაჯეს

რუსი სამხედრო ბლოგერის აფეთქებაში ბრალდებულს 27 წელი მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ სანქტ-პეტერბურგში რუსი სამხედრო ბლოგერის მკვლელობისთვის ბრალდებულს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
დარია ტრეპოვამ ვლადლენ ტატარსკის ამ უკანასკნელის ბიუსტი გადასცა საჩუქრად კაფეში მეგობართა ჯგუფთან შეხვედრისას, ბიუსტში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი დაიღუპა, 52 ადამიანი კი დაშავდა.
ვლადლენ ტატარსკი 40 წლის იყო და ის კრემლის მიერ წარმოებული აგრესიული ომის აქტიური მხარდამჭერი იყო.
„ეს რუსეთის ისტორიაში ქალის წინააღმდეგ გამოტანილი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ვერდიქტია. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო პროცესზე დამსწრე ყველა პირს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ დარია ტრეპოვა დამნაშავეა“, – განაცხადა დარია ტრეპოვას ადვოკატმა დანილ ბერმანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend