მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარირამდენად უპრიანია ევროკავშირის გაფართოება უკრაინის ომისა და ევროზონის ეკონომიკის ვარდნის ფონზე?

რამდენად უპრიანია ევროკავშირის გაფართოება უკრაინის ომისა და ევროზონის ეკონომიკის ვარდნის ფონზე?

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრეს

 „ევრონიუსის“ კორესპონდენტი საშა ვაკულინა დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოთხ ევროპელ მაღალჩინოსანს ესაუბრა იმის თაობაზე, თუ რამდენად უპრიანია ევროკავშირის გაფართოების საკითხის დღის წესრიგში დაყენება მაშინ, როდესაც ევროპელ ამომრჩეველს ევრობლოკის ეკონომიკის ვარდნა ადარდებს.

ევროკავშირის ყველაზე დიდი –  2004 წლის  – გაფართოებიდან 20 წლის თავზე ევრობლოკში ახალი წევრების მიღების კარგა ხნით შეჩერებული ამბიცია უჩვეულოდ გამოცოცხლდა. ევროკავშირის საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოების უკან მდგარი მორალური და გეოპოლიტიკური არგუმენტების გარდა საინტერესოა, ხომ არ იკვეთება ბიზნესის ინტერესიც?

დასაქმება, გადაუხდელი ხელფასები, ეკონომიკური პრობლემები და მაღალი ინფლაცია არის იმ საკითხებს შორის, რომლებიც ევროპელი ამომრჩევლის არჩევანს განაპირობებს ევროკავშირში ივნისში დაგეგმილ  არჩევნებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპანიებზე, რომლებსაც ადარდებთ ეკონომიკური რეცესია, რომელმაც მთელი კონტინენტი მოიცვა.

ისმება კითხვა, მაინც რამდენად მომგებიანია ევროკავშირში ინტეგრაცია ბიზნესისთვის? -ეს და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კიდევ სხვა საკითხები  „ევრონიუსმა“ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე  განიხილა. ამ დისკუსიაში სახელწოდებით „ბიზნესის ასპექტი ევროკავშირის გაფართოების ჭრილში”, მონაწილეობდნენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე როსტისლავ შურმა, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და  ვიცე-პრემიერი მარია გაბრიელი და კრისტიან ლევინი, რომელიც შვედური კომპანია Scania-ს პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და Alliance of CEO Climate Leaders-ის წევრია.

მარია გაბრიელი: „გაფართოება საგარეო ფაქტორების მართვის შესაძლებლობას გვაძლევს“

ყოფილი ევროკომისარმა მარია გაბრიელმა ხაზი გაუსვა, რომ  დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში შესვლის საკითხი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებამდეც იდგა დღის წესრიგში და ამასთან დაკავშირებით გაიხსენა  2018 წლის ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტი, რომელზეც პირველად  დადგა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საკითხი ევროპის დღის წესრიგის სათავეში. მან ისაუბრა სამიტის შედგებზეცდასვალეთ ბალკანეთის ციფრულ დღის წესრიგზე, ინოვაციების პროგრამაზე, და საინვესტიციო გეგმაზე. მან ხაზი გასუვა ევროკავშირის მიერ ჩადებულ დიდ ინვესტიციებსაც.

„თვით ინფლაციასთან დაკავშირებითაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, უამრავი საგარეო ფაქტორი მოქმედებს ინფლაციაზე, რომელთა მართვა და კონტროლიც გაფართოების წყალობით  შესაძლებელია, ძირითადი ტენდენციის მაინც, რომ შევამციროთ გარკვეული რისკები. ამიტომ მე რისკებზე მეტად ნამდვილად სარგებელს ვხედავ,“ – განაცხადა მარია გაბრიელმა.

ახალი კონკურენტუნარიანი ბაზრები

კრისტიან ლევინის კომპანიამ Scania ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადო ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი.  Scania-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ როგორ გაზიარდა სატრანსპორტო კომპანია პოლონეთის ბაზარზე მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირს შეუერთდა.

„ჩვენი სატვირთოების გაყიდვები პოლონეთის ბაზარზე ხუთჯერ გაიზარდა. თუ ჩვენი მომსახურების გაყიდვებს გადავხედავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სატვირთოების მიმწოდებელი კომპანიის მომგებიანობისთვის, მან ათჯერ მოიმატა,“ – განაცხადა კრისტიან ლევინმა.

Scania 30 წელია უკრაინის ბაზარზეც ოპერირებს.

„ჩვენ  უკვე 30 წელია უკრაინაშიც ვართ წარმოდგენილი. იქ საკუთარი საამქროები გვაქვს, იმპორტი შეგვაქვს, სათავო ოფისიც გვაქვს, ამიტომ ვერ ვხედავ ვერცერთ ხელისშემშლელ მიზეზს, რომ უკრაინამ ჩვენი გადმოსახედიდან პოლონეთის მაგალითი ვერ გაიმეოროს. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც რომ ისარგებლონ ამ უპირატესობით, შევიდნენ უკრაინაში და ჩადონ იქ ინვესტიციები. ჩვენთვის მაგალითად 2023 საუკეთესო წელი გამოდგა უკრაინაში, რადგან უზარმაზარი მოთხოვნა იყო ტრანსპორტზე, რაც ნაწილობრივ ომმა განაპირობა, ნაწილობრივ კი მისმა განვითარებამ,“ – განმარტა Scania-ის ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყნებს, იგი თვლის, რომ ისინიც ისარგებლებენ მსგავსი დადებითი ტენდენციებით:

„ევროკავშირის შიგნით ზოგიერთი ახალი ბაზარი ძალიან კონკურნეტუნარიანია, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.“

მილოიკო სპაიჩი – კერძო სექტორის პერსპექტივა

მონტენეგრო, რომელიც ამაყობს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდითა და აყვავებული ტურიზმის ინდუსტრიით, ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში გაწევრების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კანდიდატად ითვლება. მისმა პრემიერმა მილოიკო სპაიჩმა გაიხსენა ის გზა, რომელიც მისმა ქვეყანამ განვლო სანამ 2008 წელს ევროკავშირში გაწევრებას მოითხოვდა.

„მონტენეგრო ეკონომიკის სტრუქტურით უფრო მონღოლეთსა და ყაზახეთს ჰგავდა, მაგრამ გეოპოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო ბრიუსელისკენ ვიყავით. ასეთი წინააღმდეგობრივი მდგომარეობა დიდხანს ვერ ძლებს“, – განმარტა მილოიკო სპაიჩმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მართალია მისი ქვეყნის ეკონომიკა მყარი ნაბიჯით მიდის, ევროკავშირის ზრდის გეგმა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის  ძალიან ძლიერი სიგნალია კერძო სექტორისთვის.

„მომავალი ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში მონტენეგროში ძალიან დიდი საინვესტიციო ციკლი გვექნება. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირის კომპანიები, ფინანსები და ინფრასტრუქტურის სექტორი უფრო გააქტიურდება ჩვენთან და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. და ევროკავშირიც ვთვლი რომ მზად არის,“ – განაცხადა მონტენეგროს პრემიერმა.

როსტისლავ შურმა- „უკრაინას ბევრი რამის მიცემა შეუძლია ევროკავშირისთვის“

უკრაინის დაუოკებელმა სწრაფვამ ევროკავშირისკენ მისი გაფართოების საკითხი ისევ დააყენა პოლიტიკური დღის წესრიგის თავში. უკრაინა, თურქეთის შემდეგ, ყველაზე დიდი და ყველაზე ხალხმრავალი  ქვეყანაა კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც უკვე ორი წელია სრულმასშტაბიან ომშია ჩართული აგრესორთან. ამიტომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრ ქვეყანას და  ამომრჩეველს შესაძლოა აფიქრებდეს, თუ რამდენად მოახერხებს ევროკავშირი უკრაინის საკუთარ წიაღში ასე ვთქვათ გადახარშვას.

„ევროკავშირი ბევრად უფრო პატარა იყო, როდესაც მას პოლონეთი შეუერთდა და მან მოახერხა მისი გადახარშვა. ამიტომ არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს,“ – ამბობს როსტისლავ შურმა.“ როგორც ირკვევა,

უკრაინასაც შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირში უსაფრთხოების, თავდაცვის, სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით… ჩვენ  გვაქვს ეს ინდუსტრია, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი საკუთარი, ის ევროკავშირის თავდაცვასა და უსაფრთხოებასაც ემსახურება.

სხვა საკითხია ეკონომიკური სინერგიები. პირველ რიგში ეს ბაზრებს ეხება, რადგან ახლადგაწევრებული ქვეყნების ბევრი კომპანიისთვის ეს უზარმაზარი ბაზარია. ამავე დროს ეს  ძალიან უწყობს ხელს წარმოებას, რადგან ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული ზოგიერთი რესურსი უფრო ხელმისაწვდომი ხდება.  უკრაინის მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენ გვესმის რომ გვყავს ძალიან კვალიფიციური და განათლებული მუშახელი. ამას გარდა გვაქვს ბუნებრივი რესურსები, რომლის დეფიციტსაც ამჟამად ევროკავშირი განიცდის. ავიღოთ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე წიაღისეული, როგორიცაა რკინის მადანი, ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი რკინის მადნის მარაგი და მისი ყველაზე ფართო წარმოება; ლითიუმს რაც შეეხება ევროპაში სიდიდით მეორე ლითიუმის საბადო გვაქვს; ყველაზე დიდი გრაფიტის საბადო გვაქვს, მანგანუმისა და მგონი ტიტანისაც მსოფლიოში ყველაზე დიდი საბადოები გვაქვს. სწორედ ამ ყველაფერს მივცემთ ევროკავშირს. ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი საბადოები გვაქვს, გვაქვს განახლებადი ენერგორესურსების დიდი პოტენციალი ვგულისხმობ ქარის და მზის ენერგიის ათვისებას. ასე რომ ეს ყველაფერი მთელ სისტემას მხოლოდ გააძლიერებს და უფრო მდგრადს გახდის. ამიტომ მე ამას შევხედავდი, როგორც გრძელვადიან ბიზნესპორექტს, რომელში ინვესტირებაც ძალიან კარგ მოგებას მოგცემს ამ ტერიტორიების განვითარების შემდეგ“, – განაცხადა როსტისლავ შურმამ.

ავტორი: ოლექსანდრა ვაკულინა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend