რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ საომრად ემზადებიან.
“ჩვენი ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან საკმაოდ აქტიურად და სტაბილურად ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ იყვნენ დამოუკიდებლები. ამის პარალელურად თვალშისაცემია, თუ როგორ აერთიანებს შეერთებული შტატები ახალ სამხედრო ბლოკს იაპონელებსა და სამხრეთ კორეასთან, ბლოკს, რომელიც ზრდის სამხედრო აქტივობას და ატარებს უპრეცედენტო ფართომასშტაბიან წვრთნებს ღიად გამოცხადებული მიზნით.
ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კორეასთან ომს უკავშირდება. ფხენიანთან დაკავშირებული რიტორიკა, რომელიც სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან ისმის, საკმაოდ აგრესიულია.
ამერიკელები საკმაოდ აქტიურად საუბრობენ იაპონიაში წარმომადგენლობითი ოფისის დაარსების თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ, ნატოსთან იქნება დაკავშირებული. ისინი აზიის რეგიონში გააქტიურდნენ, ამასთანავე, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავენ. მათთვის ეს სასიხარულოა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ბირთვულ თანამშრომლობას ჰგავს”, – ამბობს სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.