მთავარიაზიაღაზაისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის მოსახლეობას ქალაქ ხან იუნისის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის მოსახლეობას ქალაქ ხან იუნისის დატოვებისკენ მოუწოდებენ

ისრაელის ჯარები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან-იუნისის ცენტრისკენ მიიწევენ მიიწევენ.

ათასობით პალესტინელი უკვე მესამე დღეა  ცდილობს, გაიქცეს რაფაჰში, რომელიც ეგვიპტის საზღვართან მდებარეობს. ზოგი ბარგით დატვირთული  მანქანით  გარბის, ზოგი კი უბრალოდ ფეხით, ნივთების გარეშე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა უკვე მოუწოდეს მშვიდობიან მოქალაქეებს, დაეტოვებინათ ქალაქ ხან-იუნისის ცენტრი, სადაც ნასერის საავადმყოფო და ორი პატარა სამედიცინო პუნქტი მდებარეობს.

გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა,  რომ ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს  ხან-იუნისში გაეროს სასწავლო ცენტრზე, სადაც  800 ადამიანი აფარებდა თავს. დაიღუპა  ცხრა პალესტინელი.

ნასერის საავადმყოფო სამხრეთ ღაზაში ერთ-ერთია იმ ორიდან, რომლებშიც ჯერ კიდევ შესაძლებელია კრიტიკულად დაავადებული პაციენტების მკურნალობა.

გაეროს წარმომადგენლების განცხადებით, დაახლოებით მილიონ-ნახევარი  ადამიანი – ღაზის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ეგვიპტის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე თავშესაფრებსა და კარვებში ცხოვრობს.

პალესტინის ლტოლვილთა გაეროს სააგენტოს ცნობით, მთლიანობაში, დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანი  ღაზაში იძულებით გადაადგილებულია. უმეტესობა გაიქცა ჩრდილოეთიდან, სადაც ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევამ უბნები დაბომბილ უდაბნოებად აქცია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 210 პალესტინელი დაიღუპა.  

ომის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 25 700-ს მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend