მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი იგორ გირკინი ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლა და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
იგორ გირკინი, იგივე იგორ სტრელკოვი, 2014 წელს აქტიურად მონაწილეობდა და მეთაურობდა აღმოსავლეთ უკრაინულ რეგიონებში ანტისამთავრობო პროცესებს. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პოსტსაც იკავებდა. მან თანამდებობა თავად დატოვა მას შემდეგ, რაც 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს დონეცკში.
იგორ გირკინი ხშირად აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინს და მას საშუალო გაქანების უნიჭო ადამიანს უწოდებდა.
“არ ვეთანხმებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს უკანონო, ამორალური გადაწყვეტილებაა. დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ ამ ვერდიქტს. იგორ გირკინი გმირია და მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი სამშობლოსთვის წარმოებულ ომში”, – ამბობს გაჯი ალიევი, იგორ გირკინის ადვოკატი.