მთავარიმსოფლიოგენური თერაპიის საშუალებით სიყრუით დაავადებულ ბავშვებს სმენა აღუდგათ

გენური თერაპიის საშუალებით სიყრუით დაავადებულ ბავშვებს სმენა აღუდგათ

გენურმა თერაპიამ დაბადებიდან სიყრუით დაავადებულ ბავშვებს სმენა აღუდგინა. რამდენიმე დღის წინ შანხაის ფუდანის უნივერსიტეტმა ამ თემაზე კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში ჩინეთის სამეცნიერო ორგანიზაციები და მკვლევრები აკვირდებოდნენ ექვს ბავშვს, რომლებსაც სიყრუე გენეტიკური მემკვიდრეობით ერგოთ. მეცნიერებმა გენური თერაპიის საშუალებით ხუთი მათგანისთვის სმენის აღდგენა შეძლეს.

ექიმი სინჯავს პაციენტს გენური თერაპიის შემდეგ. ბავშვი დაბადებიდან ყრუ იყო. შანხაი, ჩინეთი Copyright Courtesy of Dr Yilai Shu via AP Photo

რამდენიმე დღის წინ კი ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფომ გამოაცხადა, რომ სმენის მსგავსი გაუმჯობესება ჰქონდა მათ 11 წლის პაციენტს. ჯერჯერობით ექსპერიმენტული თერაპია მიზნად ისახავს მხოლოდ ერთი იშვიათი მდგომარეობის მკურნალობას. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ გენური თერაპია მომავალში კიდევ ბევრ ბავშვს დაეხმარება სმენის აღდგენაში.

მეცნიერების თქმით, მსოფლიოში სიყრუით 34 მილიონი ბავშვი ავადდება და შემთხვევების 60 პროცენტში ეს სწორედ გენეტიკის ბრალია.

გენური თერაპიის ფარგლებში მემკვიდრეობითი სიყრუის მქონე ბავშვებს ყურში სპეციალურ იმპლანტებს უმაგრებენ, რაც მათ გარემოს ხმების აღქმაში ეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend