დასავლეთ ბალკანეთის ქვეყანას, სერბეთს, სასწრაფოდ ესაჭიროება სამუშაო ძალა უცხოეთიდან, რადგან ყოველწლიურად 30 ათასზე მეტი ადგილობრივი ტოვებს ქვეყანას.
მშენებლობის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა სექტორებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიგრანტების დახმარება. მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასარკვევია.
მიგრანტების ნაწილი სერბეთის დატოვებას აპირებს, ზოგი კი შესაძლებლობის შემთხვევაში ქვეყანაში დარჩენას ფიქრობს. თუმცა სერბეთს მიგრანტების ინტეგრაციისთვის ჯერ არ შეუქმნია შესაბამისი სტრუქტურები, ენა კი ყველასთვის პირველი ბარიერია.
სერბეთის დამსაქმებელთა კავშირის წარმომადგენელი ელენა იევტოვიჩი ამბობს, რომ ზოგიერთი კომპანია თარჯიმნებს ქირაობს. ზოგმა იცის ინგლისური.
ყველაფერი კი დამოკიდებულია შესასრულებელი სამუშაოს შინაარსსა და იმაზე, თუ რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს დარჩენა. მისი თქმით, დამსაქმებელი აწესებს ზუსტ პროტოკოლსა და პროცედურებს, რომლებიც ანაცვლებს თარჯიმნებს მთელი დღის განმავლობაში… ასეა, მაგალითად, სამშენებლო ობიექტებზე.
სერბეთის მუნიციპალიტეტები ცდილობენ, მეზობელი ხორვატიისგან მიიღონ გამოცდილება.
ზაგრების საპარლამენტო ასამბლეის წევრის გორდან ბოსანაცის თქმით, ქალაქ ზაგრების გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ენის შესწავლა პირველი ეტაპია ქალაქში მყოფი უამრავი უცხოელი მუშახელის ინტეგრაციისთვის.
მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ამჟამად მიგრანტების რაოდენობა 23 000-ს შეადგენს. გორდან ბოსანაცი ამბობს, რომ ისინი ვერ დაელოდებიან, როდის მიიღებს ცენტრალური ხელისუფლება ინტეგრაციისთვის საჭირო ზომებს.
სერბეთი ბალკანეთში ერთ-ერთი მთავარი გზაჯვარედინია მიგრანტებისთვის. მიუხედავად ამისა, მათ უმეტესობას მაინც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასვლა ურჩევნია.