მთავარიმსოფლიოკავკასიააზერბაიჯანმა შესაძლოა ევროპის საბჭო დატოვოს

აზერბაიჯანმა შესაძლოა ევროპის საბჭო დატოვოს

აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ევროპის საბჭოდან სახელმწიფოს გამოსვლის პროცედურის წამოწყებას ფიქრობენ.

ბრიუსელსა და ბაქოს შორის დაპირისპირების მიზეზი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაა, არ გაეცა ვიზები აზერბაიჯანული დელეგაციისთვის. ბაქოში ევროპის საბჭოს ეს ნაბიჯი პროვოკაციად შეაფასეს.

აზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის ინიციატორი გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი ფრანკ შვაბე იყო. მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ აზერბაიჯანში ბევრი პოლიტპატიმარია, ასევე მთიანი ყარაბაღიდან მოსახლეობის ძალადობრივი განდევნა და ის ფაქტი, რომ ასამბლეის მომხსენებლებმა რანდენჯერმე 2023 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს აზერბაიჯანში ჩასვლა.

24 იანვარს ბაქოში განაცხადეს, რომ ევროპის საბჭოს ნაბიჯების პასუხად საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობას წყვეტენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend