უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე საერთაშორისო გამოძიებას აუცილებლად დაიწყებს.
მოსკოვი კი თვითმფრინავის ჩამოგდებაში კიევს ადანაშაულებს. იქ ამბობენ, რომ ბორტზე მყოფი 74 დაღუპულიდან, 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იყო, რომლებსაც გასაცვლელად გზავნიდნენ.
Today, Defense Minister Umerov, Commander-in-Chief Zaluzhnyi, Military Intelligence Head Budanov, and Security Service Head Maliuk delivered their reports regarding the aircraft and prisoner exchange.
It is clear that the Russians are playing with the lives of Ukrainian… pic.twitter.com/WZGIoK165r
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 24, 2024
„ომის მე-700 დღე ძალიან მძიმე გამოდგა. რადგან თვითმფრინავი, სადაც ჩვენი 65 ტყვე იმყოფებოდა, ჩამოვარდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
უმეროვის, ზალუჟნის, შაპტალას, ბუდანოვისა და მალიუკისგან მოვისმინე მოსაზრებები ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით და პირველ რიგში, რამაც გამაკვირვა არის ის, რომ მოსკოვი ჩვენ გვადანაშაულებს, მაგრამ ფაქტები ძალიან ბუნდოვანია. ამ თემაზე აუცილებლად უნდა დავიწყოთ საერთაშორისო გამოძიება. ჩვენი დაზვერვის მთავარი სამმართველო ყველა ტყვის ბედს არკვევს. უკრაინის უშიშროების სამსახური იძიებს ყველა საეჭვო გარემოებას. აუცილებელია ყველა ფაქტის დაზუსტება იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკატასტროფა მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე – ჩვენი კონტროლის მიღმა’’,- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.