მთავარისაქართველოაღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი გამოქვეყნდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი გამოქვეყნდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს“ აქვეყნებს. 

2023 წლის განახლებულ ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა, მეორეს უკრაინა, ხოლო მესამეს საქართველო იკავებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ ეს არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება, შეაფასოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობა და მათი პროგრესი მდგრადი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.

განახლებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ომის მიუხედავად უკრაინამ შეძლო თვალსაჩინო წინსვლის მიღწევა რეფორმებში ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ხოლო საქართველომ მნიშვნელოვნად დათმო პოზიციები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კომპონენტში. ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ წრეებში აფასებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend