მთავარიმსოფლიოენტონი ბლინკენი აფრიკულ ტურნეს განაგრძობს

ენტონი ბლინკენი აფრიკულ ტურნეს განაგრძობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი აფრიკაში ვიზიტს აგრძელებს. ამერიკელი დიპლომატი ამჟამად ანგოლაში იმყოფება და მისი თქმით, ის აფრიკულ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავებას, გაძლიერებასა და გაფართოებას ცდილობს.

ენტონი ბლინკენი ანგოლას საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აფრიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა ვაშინგტონის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“მოხარული ვარ, რომ ანგოლასთან ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება. აფრიკა ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას: კორონავირუსის პანდემია, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენცია, რომლებიც მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას.

მოხარულნი ვართ, რომ ანგოლისთვის საჭირო შესაბამისი დახმარების გაწევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ეს განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათის პროექტების წამოწყებას ეხება”,- აცხადებს ენტონი ბლინკენი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend