სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ანტიუკრაინული განცხადებებით არის ცნობილი, კიევში ჩავიდა. რობერტ ფიცო უკრაინელ კოლეგა დენის შმიჰალს შეხვდა.
Today we are meeting with the Slovakian Prime Minister Robert Fico in Uzhhorod.
Our bilateral relations and support for European initiatives are on the agenda.
We focus on constructive and practical dialogue.
_______
Сьогодні в Ужгороді проводимо зустріч із Прем’єр-міністром… pic.twitter.com/rlOQc33e1B— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) January 24, 2024
რობერტ ფიცო სახელმწიფოს სათავეში გასული წლის ოქტომბერში დაბრუნდა და ის უკრაინის NATO-ში გაწევრების წინააღმდეგია. მან რამდენიმე დღის წინ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციისთვის ტერიტორიების დათმობისკენ მოუწოდა.
კიევში ვიზიტისას სლოვაკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ მას უკრაინის დახმარება სურს და მის მიერ გაკეთებული განცხადებები უბრალოდ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
„არსებობს საკითხები, რომელთა შესახებაც ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ეს პოლიტიკის ნაწილია. თუ დააკვირდებით ჩვენი დელეგაციის შემადგენლობას, დარწმუნდებით, რომ ჩვენ პრაგმატული და ურთიერთსასიკეთო მიზნები გვამოძრავებს. ძალიან გვინდა, რომ დახმარება გაგიწიოთ“, – უთხრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინელ კოლეგას.