ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი ამჟამად ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე და სიდიდით მეორე ქალაქი ხან იუნისია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ალყაშია მოქცეული.
ლიბანური გასამხედროებული პოლიტიკური ორგანიზაცია ისრაელის ჩრდილოეთში არსებული დასახლებებისა და სამხედრო ობიექტების სარაკეტო დაბომბვას აგრძელებს.
“ჰეზბოლას” წარმომადგენელთა თქმით, ეს იერიშებს ისრაელის მიერ ორგანიზაციის სხვადასხვა მეთაურის ლიკვიდაციის საპასუხოდ ახორციელებენ.
“ჰამასმა” კი ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დაკავებული ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მიდამოებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ღაზის ჩრდილოეთ ნაწილს ისრაელელი ჯარისკაცები აკონტროლებენ და ადგილზე მხოლოდ გაწმენდითი და ანტიპარტიზანული სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.
🔴WATCH: Hamas established a central terrorist stronghold in the heart of a residential neighborhood in Khan Yunis, Gaza, adjacent to 2 schools.
Troops operating in the area combated Hamas operatives and located numerous tunnel shafts leading to a tunnel route, a lab and the… pic.twitter.com/K6GGSLCqNA
— Israel Defense Forces (@IDF) January 23, 2024
ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქი ხან იუნისი კი ისრაელის არმიის ალყაშია და მძიმე ბრძოლა ამჟამად ქალაქის დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს.
“ჩვენი არმია განაგრძობს ტერორისტების სამხედრო ინფრასტრუქტურის მოსპობას. აღმოვაჩინეთ თითქმის ორი კილომეტრის სიგრძის გვირაბი, ეს აქამდე აღმოჩენილ გვირაბებს შორის ყველაზე დიდია და მას ტერორისტები სამხედრო წარმოებისთვის იყენებდნენ. ქალაქ ხან იუნისში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში 140 ტერორისტი გავანადგურეთ. ბრძოლა სხვადასხვა სიხშირით ღაზის სექტორის ყველა წერტილში მიმდინარეობს”, – აცხადებს დანიელ ჰაგარი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანი.
“It’s difficult because we should be in school, but we are in tents so we can’t learn or do anything,” says 13-year-old Alma in Gaza.
War ruins children’s lives. We need a humanitarian ceasefire now. pic.twitter.com/reMynGsQK0
— UNICEF (@UNICEF) January 22, 2024
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
“ღაზის სექტორში არსებული ვითარების გათვალისწინებით სრულფასოვანი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა შეუძლებელია, გაწეული დახმარების მოცულობა კი არ არის საკმარისი. შეუძლებელია, რომ 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მხოლოდ დახმარებით გაიტანოს თავი. მოვუწოდებ ყველა მხარეს, კარგად დაფიქრდნენ, სანამ უფსკრულში გადავიჩეხებით და რეგიონული მასშტაბის ომის მომსწრენი გავხდებით”, – ამბობს ანტონიო გუტერეში, გაეროს გენერალური მდივანი.

როგორც სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს: “უშიშროების საბჭომ დღემდე ვერ მოახერხა ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, მიზეზი კი ვაშინგტონის პოზიციაა. ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის დამყარების ყველა მცდელობას ძირს უთხრის. ამერიკელი დიპლომატები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ და ამის შემდეგ შესაბამის რეზოლუციებს ბლოკავენ”.
Nous pouvons et devons être solidaires à la fois des Israéliens et des Palestiniens et leur dire à chacun des choses difficiles.
Il faut un État pour les Palestiniens. Le droit international s’impose à tous.
Il ne peut y avoir d’ambiguïté sur le droit d’Israël à la sécurité. pic.twitter.com/1PKlgFx6a9
— Stéphane Séjourné (@steph_sejourne) January 23, 2024
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს პალესტინური სახელმწიფო.
“ისრაელში კარგად იციან, რომ ჩვენ მათი მეგობარი ერი ვართ. მივმართავ ისრაელის ხელისუფლებას, რომ პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბება აუცილებელია, პალესტინელი ერის წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეჩერდეს. საერთაშორისო კანონმდებლობა უნდა დავიცვათ. საფრანგეთს პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია”, – ამბობს სტეფან სეჟურნე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომს უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა, დაჭრილია 60 ათასამდე ადამიანი, ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე კი “ჰამასის” ტყვეობაში რჩება.
