მთავარიევროპასაფრანგეთიფრანგმა დიზაინერმა სტეფან როლანდმა პარიზის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარადგინა

ფრანგმა დიზაინერმა სტეფან როლანდმა პარიზის მოდის კვირეულზე ახალი კოლექცია წარადგინა

მოდის სამყაროს ყურადღება ახლა პარიზისკენ არის მიმართული, სადაც წარმატებული დიზაინერები მოდის კვირეულებს მართავენ.

ფრანგი დიზაინერის სტეფან როლანდის ახალი კოლექციის წარდგენას მოდის მოყვარულები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ.

,,მშვიდობის გზავნილი“ – ასე უწოდა სტეფან რონალდმა თავის ახალ კოლექციას, რომელიც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. დიზაინერის შთაგონების წყარო უდაბნო იყო. უდაბნო, რომლის საზღვრებიც არ ჩანს, ყველაფრის შესაძლებლობის განცდას აჩენს.

სტეფან რონალდმა უსაზღვროდ ელეგანტური ახალი კოლექცია ვარდისფერი და იასამნისფერი ფერების პალიტრით წარმოადგინა.

მდიდრული ქსოვილებით, ოქროსა თუ ვერცხლის დეკორაციებით გაწყობილი სამოსი დამსწრე საზოგადოებას უდაბნოს მისტიკურ გარემოში ამოგზაურებდა.

“რა შემიძლია ვთქვა? მე უბრალოდ მინდოდა, საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა მშვიდობის გზავნილი, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. დიახ, ეს არის სილამაზის გზავნილი და მე ვირჩევ უდაბნოს, რადგან აღმოსავლეთმა ბევრი რამ განსაზღვრა ჩემს კარიერაში. უფრო მეტიც, უდაბნოში საზღვრები არ არის, ხედავ? ეს არის უსაზღვრო და დაუსრულებელი ისტორია. გრძნობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თითქოს ახალ თავს იწყებ.  ეს არის ის, რისი ჩვენებაც მინდოდა ჩემს ნამუშევრებში”, – ამბობს დიზაინერი.

დიზაინერი სტეფან როლანდი ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში იყო ცნობილი ფრანგული სახლის ”ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი.

58 წლის როლანდს მაღალი მოდის დიზაინერის სტატუსი ოფიციალურად აქვს მინიჭებული და ყოველ წელს ახერხებს,  თავისი შემოქმედებით სხვადასხვა ღირებულება – სილამაზე, გემოვნება და მომავლის იმედი შესთავაზოს საზოგადოებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend