მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პრაიმერში გაიმარჯვა
დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემპშირის შტატში ჩატარებულ პრაიმერში გაიმარჯვა
გააზიარე
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში.
23 იანვარს ნიუ-ჰემფშირის შტატში ჩატარებულ პირველად პრაიმერში დონალდ ტრამპმა თავის კონკურენტ ნიკი ჰეილიზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო.
პირველადი პრაიმერი ერთ-ერთი ეტაპია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატი წარადგინოს. რესპუბლიკური პარტიის შემდეგი პირველადი არჩევნები სამხრეთ კაროლინაში თებერვალშია დაგეგმილი.
ნიკი ჰეილიმ, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ნიუ-ჰემფშირის შტატში დამარცხება აღიარა. თუმცა დასძინა, რომ ბრძოლას განაგრძობს. მისი თქმით, წინ არის პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში, მის მშობლიურ შტატში, რომლის გუბერნატორიც ორჯერ იყო 2011-2017 წლებში.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებული შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა ე.წ კოკუსშიც, რომელიც რესპუბლიკელებმა 15 იანვარს აიოვაში ჩაატარეს.