კლიმატის ცვლილების თანმხლები პროცესები უფრო მეტად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის არის შესამჩნევი, ვიდრე თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რასაც გარკვეულწილად, მოსახლეობის ცხოვრების სტილიც განაპირობებს – ეს წერია კვლევაში, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის დაკვეთით ჩაატარა.
დოკუმენტი საქართველოს მასშტაბით კლიმატის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრს იკვლევს.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ქეთი ჩადუნელმა ისაუბრა.