2022 წლის აპრილში ე.წ. რამშტაინის ფორმატის ჩამოყალიბების შემდეგ პირველად ვაშინგტონი კიევს სამხედრო დახმარებას ვეღარ უწევს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის დაპირისპირების ფონზე უკრაინისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო დახმარების პროცესი ჩიხშია შესული.
LIVE: @SecDef Lloyd J. Austin III speaks from the Pentagon at a virtual meeting of the Ukraine Defense Contact Group. https://t.co/SBTX6R8Fs5
— Department of Defense 🇺🇸 (@DeptofDefense) January 23, 2024
თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა ონლაინრეჟიმში და 50-ამდე მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენელს კიდევ ერთხელ სთხოვა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება. როგორც ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, კიევს ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საარტილერიო ჭურვები და საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება.
Today, I hosted the 18th meeting of the Ukraine Defense Contact Group. This group of some 50 nations convened to reaffirm our support for a free, secure, and sovereign Ukraine, and to ensure that we continue to get Ukraine the capabilities it needs for the winter and beyond.
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) January 23, 2024
„უკრაინის მიერ წარმოებული თავდაცვითი ომი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. უკრაინის უმამაცესი ჯარისკაცები თავდადებულ ბრძოლას განაგრძობენ სახელმწიფოს სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ფრონტის ხაზებზე დაუნდობელ ამინდში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს და სწორედ ახლა, ამ გადამწყვეტ მომენტში, ესაჭიროება უკრაინას ჩვენი თანადგომა და სამხედრო მხარდაჭერა. პუტინს იმედი აქვს, რომ მისი ჯარისკაცები და რაკეტები უკრაინას დაამარცხებენ და უკრაინელი ერის საბრძოლო სულისკვეთებას მოსპობენ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მდივანმა.