პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ორშაბათს უკრაინის დედაქალაქში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა.
მათ განიხილეს როგორ შეუძლია პოლონეთს უკრაინის დახმარება რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება მოგვარდეს მეზობელ ქვეყნებთან მარცვლეულთან დაკავშირებული უთანხმოება.
Today, we had very productive talks in Kyiv with @DonaldTusk about all aspects of Ukrainian-Polish bilateral relations.
We appreciate Poland's unwavering support and the new military aid package for Ukraine, as well as a new form of cooperation aimed at larger-scale arms… pic.twitter.com/m5QCm67acD
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 22, 2024
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ პოლონეთი ინვესტიციებს ჩადებს პოლონურ და უკრაინულ კომპანიებში, რომლებიც იმუშავებენ იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი, როგორც უკრაინისა და პოლონეთის, ისე მთელი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობები. მისი თქმით, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი ბიზნესწამოწყება იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას პოლონეთისგან ექნება თავდაცვის პაკეტი და ისინი გააძლიერებენ პოზიციებს.
ორმა ლიდერმა ისაუბრა იარაღის ერთობლივ წარმოებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე პოლონური აღჭურვილობისა და შეიარაღების გამოყენებით. მათ განიხილეს პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებიც და აღნიშნეს, რომ ის პრობლემები, რომლებიც უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებობს, მათი ქვეყნების დონეზე უნდა გადაიჭრას.
My z Wami 🇵🇱🇺🇦 pic.twitter.com/dpejfz8wUA
— Donald Tusk (@donaldtusk) January 22, 2024
დონალდ ტუსკმა კიევში ყოფნისას ასევე პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი მეომრების ხსოვნას. იგი ასევე დაესწრო უკრაინის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას. ამ დღეს უკრაინელები აღნიშნავენ ხანგრძლივი ბრძოლით მიღწეულ დამოუკიდებლობას.