ღაზის სამხრეთით, ქალაქ რაფაჰში, ასობით პალესტინელ ბავშვს ახალგაზრდების ჯგუფი ესტუმრა. ომისა და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი ფონზე ეს ნამდვილად იყო პატარებისთვის დღესასწაული. ალ-კუდსის ღია უნივერსიტეტში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის “შარეკი” ახალგაზრდული ფორუმის წევრებმა ბავშვებთან მთელი დღე გაატარეს. მათ ერთად იმღერეს, იცეკვეს და ნახეს ანიმაციური ფილმები.
„ამ ინიციატივის მიზანია, ბავშვებს მძიმე ფსიქოლოგიური ფონი შევუმსუბუქოთ. ჩვენ გვსურს, მათ შეძლებისდაგვარად, მოვუხსნათ შიშისა და საშინელების შეგრძნება, რომელიც ახლა თავშესაფრის ცენტრებშია. ფილმები, რომლებსაც ვაჩვენებთ, არის ურთიერთობებზე, სიყვარულზე. სწორედ ამ გზით გვინდა, ცოტა ხნით მაინც მოვგვაროთ ღიმილი ამ ბავშვებს. მათ, ვისაც ას დღეზე მეტია ტელევიზორიც კი არ უნახავს“, – ამბობს ხალილ კეშტა, „შარეკის“ ახალგაზრდული ფორუმის წევრი.
„ბავშვებმა თამაში დაიწყეს. მოსწონთ ეს აქტივობები, მათ ხომ თამაში და გართობა სურთ. დღისით თამაშობენ, საღამოს კი იძინებენ. გარკვეულწილად, ნორმალურად ცხოვრება დაიწყეს. შეძლებისდაგვარად, ერგებიან იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბავშვებს სახლში დაბრუნება სურთ. გართობა მათ ვერ დაავიწყებს იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობენ“, – ამბობს ჰება აბუ განიმი, ადგილობრივი მკვიდრი.
“შარეკი” ახალგაზრდების პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაა. ისინი მუშაობენ როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე ღაზის სექტორში. მოხალისეთა ჯგუფმა ღაზის სამხრეთით არსებულ თავშესაფრებში, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებების, მათ შორის, ცირკისა და ჯამბაზების შოუს მოწყობა ომის მეორე დღეს დაიწყო.
„აქ უამრავი ბავშვია. ჩვენი ფილმების ჩვენებებს ათასზე მეტი მოზარდი ესწრება. იმედია, ეს ინიციატივა, რომელსაც ვუწოდებთ კინოს, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დადებითად იმოქმედებს ამ მყოფ მოზარდებსა და მათ ოჯახებზე“, – აცხადებს ხალილ კეშტა.
#Gaza Displaced again.
Photos yesterday of families forced to flee ongoing bombardment in Khan Younis to Rafah, where the population has already quadrupled.
Exhausted parents carrying hungry children. The elderly pushed in wheelchairs. All looking for safety where there is none pic.twitter.com/S1KDXmhTIL
— UNRWA (@UNRWA) January 23, 2024
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპული 25 295 პალესტინელიდან 70% სწორედ ქალი და ბავშვია. გაეროს ინფორმაციით კი, ღაზაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი – მოსახლეობის მეოთხედი შიმშილობს.

ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება ისრაელსა და “ჰამასს” შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს, “ჰამასის” წევრებმა ისრაელის ტერიტორიაზე 1200 მოქალაქე მოკლეს, დაახლოებით 250 პირი კი მძევლად აიყვანეს.
ღაზაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ ტყვედ რჩება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ისრაელელი მძევალი არ გათავისუფლდება.
