ორშაბათს ათეულობით ფრანგმა ფერმერმა პერპინიანის მახლობლად ავტომაგისტრალი გადაკეტა, რის გამოც მოძრაობა შეჩერდა.
აქციის მონაწილენი ევროპულ ნორმებს აპროტესტებენ და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათ ასობით ტრაქტორი ა-9 მაგისტრალზე გადახდის ჯიხურებთან დააყენეს.
პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ მან ადგილობრივ პოლიციას მისცა განკარგულება, არ დაეშალა დემონსტრაცია, რადგან რაიონში არავინ და არაფერი დაზიანებულა.
ჟერალდ დარმანენი ენდობა მთავრობასა და იმ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელსაც ის ფერმერებთან დაკავშირებით ეწევა. მისი თქმით, ფერმერებს ახლა რთული პერიოდი აქვთ. იგი მათ კიდევ ერთხელ უდასტურებს პოლიტიკურ მხარდაჭერას და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პატივი სცენ საჯარო საკუთრებას.
მსგავსი საკითხების გამო ევროპის სხვა ქვეყნების ფერმერებიც გამოვიდნენ ქუჩაში. ტრაქტორებით მოძრაობა გადაკეტეს გერმანიასა და რუმინეთში.

ფერმერები ასევე დემონსტრაციებს მართავენ ნიდერლანდებსა და პოლონეთში. რუმინეთში პროტესტი უკვე 13 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები მოთხოვნებს არ ცვლიან. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ მთავრობის მიერ გატარებული ზომების გამო.