მთავარიმსოფლიოანტისემიტური ბრალდებების შემდეგ ილონ მასკი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ჩავიდა

ანტისემიტური ბრალდებების შემდეგ ილონ მასკი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ჩავიდა

22 იანვარს პოლონეთში, ილონ მასკმა ოსვენციმის ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულა.

იმავე დღეს ბიზნესმენს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრები ევროპის ებრაელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ანტისემიტიზმის კონფერენციაზე, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. ილონ მასკი ოსვენციმს The Daily Wire-ის  პოდკასტის წამყვან, ბენ შაპიროსთან ერთად ეწვია.

მილიარდერი გასულ წელს  შეეჯახა ანტიცილისმწამებლური ლიგის მხრიდან ბრალდებებს. ეს არის ცნობილი ებრაული სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც სხვადსხვა პლატფორმებზე ანტისემიტური გზავნილებისგან ადამიანების დაცვას ცდილობს.

ილონ მასკმა გასული წლის ნოემბერში დაიმსახურა დიდი კრიტიკა, როდესაც პლატფორმაზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ებრაელები ცდილობენ თეთრკანიანი ადამიანების მიმართ სიძულვილის გაღვივებას, ილონ მასკმა კი ამ მომხმარებელს უპასუხა, რომ ის “აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა”.

მოგვიანებით პლატფორმა X-ის მფლობელმა ბოდიში მოიხადა და თავისივე დაწერილ პოსტს ყველაზე დიდი სისულელე უწოდა.

მომხდარის შემდეგ, რამდენიმე მსხვილმა ბრენდმა უარი განაცხადა განეთავსებინა რეკლამა პლატფორმაზე. უფლებადამცველთა ორგანიზაცია “მედია მეთერსმა” ჩაატარა კვლევა, რომელშიც მათი მტკიცებით დადასტურდა, რომ ცნობილი კომპანიების რეკლამები ნაცისტური მასალების გვერდით ჩნდება ყოფილ “ტვიტერზე”.

X-მა ორგანიზაცია “მედია მეთერს” სასამართლოში უჩივლა. სოციალური ქსელი აცხადებს, რომ წარმოდგენილი კვლევა სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი პლატფორმიდან რეკლამის დამკვეთების განდევნა იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend