მთავარიმსოფლიოამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედროებმა ჰუსიტების სამხედრო ბაზები დაბომბეს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედროებმა ჰუსიტების სამხედრო ბაზები დაბომბეს

ორშაბათს ღამით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედროებმა იემენში დაბომბეს რვა ადგილი, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები იყვნენ.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ ტოვებენ სამხედრო თვითმფრინავები, „ტაიფუნები“, კვიპროსის სამხედრო ბაზას. ოფიციალური ცნობებით, სამხედრო ოპერაციაში ჩართული იყვნენ ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებიც.

ექვსი მოკავშირე ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის მიზანი ჰუსიტების მიწისქვეშა ბაზების განადგურება იყო.

ეს შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ ჰუსიტებზე მეორე კოორდინირებული თავდასხმაა. 10 დღის წინ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ჯარებმა 28 ადგილზე 60-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

თვეების განმავლობაში ჰუსიტები რეგიონში თავს ესხმოდნენ გემებს, რომლებიც, მათივე მტკიცებით, ისრაელის პორტებისკენ მიემართებოდნენ.

ჰუსიტების ინფორმაციით, მათი მიზანი ღაზაზე ისრაელის საჰაერო და სახმელეთო შეტევების შეჩერება იყო. შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ერთობლივი ოპერაცია ჰუსიტების თავდასხმების პასუხია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend