შშმ პირთა მხარდაჭერა

25 იანვარს თბილისში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

პროექტი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს შშმ პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრულ რეალიზებას, ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით.

პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით ასოციაცია „ანიკა“ ახორციელებდა.

ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ასოციაცია “ანიკას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირინე ინასარიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend