მთავარისაქართველორუსი მიგრანტების ნაწილი საქართველოს ტოვებს

რუსი მიგრანტების ნაწილი საქართველოს ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წელს საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 1 887 223 გავიდა.

თბილისის უბნებში რუსული საუბარი უფრო ნაკლებად ისმის. რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველო დატოვა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოდან 2023 წელს უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე წავიდა, ვიდრე ჩამოვიდა.

“ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვტოვებთ საქართველოს, არის ის, რომ გვსურს საკუთარ მეგობრებთან, ნათესავებსა და ოჯახთან უფრო ხშირი კავშირი გვქონდეს, რაც ომის დაწყების შემდეგ ნამდვილად არ გახლავთ მარტივი ჩვენთვის. ასევე საქართველოში ცხოვრება ჩვენთვის უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთში”.

“თავდაპირველად, როცა ომი დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის რუსები საქართველოში იმიტომ ჩამოვდიოდით, რომ თქვენთან მოხვედრა მარტივად, მხოლოდ პასპორტით შეგვეძლო და სიტუაცია აქ სტაბილურია”.

“ზოგიერთი ჩემი მეგობარი ამბობს, რომ აქ ბინების ფასი ძალიან ძვირია და ზოგი რუსეთში დაბრუნდა, ზოგიც კი მაგალითად, სერბეთში გადავიდა საცხოვრებლად”.

რუსეთის მოქალაქეების გადინება მხოლოდ ქალაქის ქუჩებზე არ ასახულა. მათი გადინება უკვე დაეტყო უძრავი ქონების ბაზარსაც.

რუსეთის მოქალაქეების მასშტაბური შემოდინება საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მიგრანტთა ტალღა ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა, როცა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რუსები საკმარისად ვერ ადაპტირდნენ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მათ ამოეწურათ რესურსები და სწორედ ამიტომ მოუწიათ საქართველოს დატოვება.

გაგრძელდება თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გადინება, ჯერ უცნობია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend