გადაცემა “კატარი 365” წარმოგიდგენთ სახვითი ხელოვნების რჩეულ ნამუშევრებს, რომლებიც დოჰაში – კატარის ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალსა და ქუჩის მხატვრობის გამოფენაზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს. ამ დროს ქალაქის ქუჩები ფერადი პალიტრითაა შემკობილი.
გადაცემაში Qatar 365-ი წარმოგიდგენთ კატარის ხელოვნების სამყაროს, როგორიცაა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელოვნების ფესტივალი – ხელოვნების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც 300 მხატვარი ჩამოვიდა 60 ქვეყნიდან – მათ შორის როგორც ცნობილი, ისე ამომავალი ვარსკვლავები. „ევრონიუსის“ რეპორტიორი ედელ ჰალიმი
შეხვდა მაკედონიელ დიზაინერს ირინა ტოშევას, რომელიც ცდილობს მოდაში ეკოლოგიური ტენდენცია დანერგოს. ირინა ხელახლა იყენებს ქსოვილებსა და აქსესუარებს ბუნებრივი მასალებისგან ამზადებს: მაგალითად სანაპიროზე აკრეფილი ქვებსა და გაპრიალებულ მინის ნამსხვრევებს ღილებად იყენებს.
ადგილობრივი კატარელი მხატვარი სარა ალ ჰეილი გვიხსნის, თუ რატომ უყვარს პოპარტი, რომელსაც სწორედ მაშინ მოჰკიდა ხელი, როდესაც ხელოვნების ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი კატარში.
კატარში არც საჯარო ადგილებში უკვირთ ხელოვნების ნიმუშების ნახვა.
დოჰაში 50-ზე მეტი კედლის მხატვრობა ამშვენებს შენობებს და მალე კიდევ ბევრი შეემატება. დოჰის პორტში ჩატარდა მიურალების საერთაშორისო ფესტივალი World Wide Wallი, რომელზეც წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დონის მხატვრები. ამ ფესტივალის დამფუძნებელი ჯასპერ ვონგია, რომელმაც ედელ ჰალიმს აუხსნა, თუ რაში რა გავლენას ახდენს ქუჩის მხატვრობა ქალაქის იერ-სახეზე და როგორ შეიცვალა ქალაქის მოსახლეობის დამოკიდებულება მის მიმართ წლების განმავლობაში.
„ევრონიუსის“ კორესპონდენტმა ლაილა ჰუმაირამ სცადა გაეგო, თუ როგორ და რატომ იყენებს ხელოვნება ფერსა და შემოქმედებით უნარს თერაპიის მიზნით.
ჰალა ალჯაფარი იმ 30 მხატვარს შორისაა, რომლებმაც საკუთარი ნამუშევრები კატარის ფონდის „შემოქმედებითი გონების“ გამოფენაზე გაიტანეს, რომელიც განათლების ქალაქში „მულთაქას გალერეაში“ შედგა.
ქუჩა იქნება თუ საგამოფენო დარბაზები – კატარში ხელოვნების ნიმუშებით ადამიანს შეუძლია მთელი წლის განმავლობაში დატკბეს.
ავტორი: ევრონიუსი