მთავარისაქართველოგამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები საქართველოში

აქტივისტების დაკავება, საპროტესტო აქციებზე პოლიციელთა რაოდენობა, კარვის გაშლისთვის ხელშეშლა, აქციების დაშლა და მონაწილეების უსაფრთხოება – ეს ის საკითხებია, რომლებიც მოხვდა კვლევაში სახელწოდებით “შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგი”.

ანგარიში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ არის მომზადებული და საუბარია მშვიდობიანი შეკრების დროს სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე.

ცენტრმა ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც მათივე თქმით, აუცილებელია მშვიდობიანი შეკრების უფლების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.

2023 წელს საქართველოში ბევრი საპროტესტო აქცია გაიმართა. ყველაზე მასშტაბური 7-8 მარტის აქციები იყო. სწორედ ამ და კიდევ 14 დემონსტრაციას ესწრებოდნენ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები. ისინი, ვინც 2023 წლის განმავლობაში შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგს აწარმოებდა.

არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზება, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა უფლებების დარღვევა, მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას კანონდარღვევები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც კვლევის შედეგად გამოვლინდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრში რეკომენდაციები აქვთ საქართველოს პარლამენტისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. კანონმდებლობის დაცვა, მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა და დარღვევების შემთხვევაში დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება – ეს რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend