მთავარიამერიკააშშფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია, კმაყოფილია ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისის გადაწყვეტილებით. მან დადებითად დაახასიათა გუბერნატორი, რომელმაც თავისი კანდიდატურა ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისი კონკურენტი წარმატებულ საარჩევნო კამპანიას ატარებდა.

„მინდა, დესანტისს, ამ მართლაც შესანიშნავ ადამიანს და მის მეუღლეს მივულოცო.  მან  მართლაც კარგი და სწორი კამპანია აწარმოა. ეს ადვილი არ არის. ბევრს ჰგონია, რომ ეს მარტივი საქმეა, თუმცა ასე ნამდივლად არ არის. როგორც იცით, ის კამპანიას გამოეთიშა. გულისხმიერება გამოიჩინა და მე დამიჭირა მხარი, რასაც ძალიან ვაფასებ. მოუთმენლად ველი რონ დესანტისთან თანამშრომლობას, რომ ცრუ ჯო ბაიდენი დავამარცხო”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა თავისი კანდიდატურა კვირას მოხსნა.

თავდაპირველად დესანტისის მიზანი დონალდ ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტი

„ვამთავრებ ჩემს კამპანიას. ვამაყობ, რადგან ჩემი დაპირებები 100%-ით შევასრულე. ჩემთვის გასაგებია, რომ რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ მისცეს შანსი. ყველა ხედავს, თუ როგორ ცდილობენ, უსამართლოდ შეაფერხონ მისი კამპანია. მის შესაჩერებლად დემოკრატები კანონს იყენებენ. ჩვენს გუნდს დონალტ ტრამპთან ბევრი უთანხმოება ჰქონდა. არ ვეთანხმებოდით მის პოლიტიკას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით. თუმცა დონალდ ტრამპი ნამდვილად ჯობია მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ეს ყველასთვის აშკარაა. მე უკვე  მოვაწერე ხელი, რომ მხარს დავუჭერ რესპუბლიკელ კანდიდატს და მე ამ პირობას შევასრულებ“, – განაცხადა რონ დესანტისმა.

ნიუ-ჰემფშირში დაგეგმილ არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი – დონალტ ტრამპი და ნიკი ჰეილი – მიიღებს მონაწილეობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend