მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანაიჰუ მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასის“ პირობებს არ დაეთანხმა

ბენიამინ ნეთანაიჰუ მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასის“ პირობებს არ დაეთანხმა

კვირას ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა  ლიბანზე, რასაც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მებრძოლი ემსხვერპლა.  დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.
ლიბანი, ისრაელის დაბომბვის შედეგად დამწვარი მაქნანა 20 იანვარი, 2024- AP

ბოლო ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაეთანხმა „ჰამასის“ მორიგ შეთავაზებას ზავთან დაკავშირებით.

ჰამასი“  მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს ომის დასრულებას, ისრაელის ძალების გაყვანას ღაზიდან, ნუხბას ქვედანაყოფის ყველა მკვლელისა და მოძალადის გათავისუფლებასა და „ჰამასის“ ხელუხლებლად დატოვებას.

ნეთანიაჰუს აზრით, ამ შეთავაზების მიღებით ისინი  ომამდელ სტატუს-კვოს დაუბრუნდებიან, ვეღარ უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას და ვერ დააბრუნებენ ევაკუირებულ მოქალაქეებს სახლებში.

მეომრების თავგანწირული ბრძოლაც ამაოდ ჩაითვლება.  7 ოქტომბერი კი მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

ნეთანიაჰუს განცხადებით, მხოლოდ სრული გამარჯვება უზრუნველყოფს „ჰამასის“ განადგურებასა და ყველა მძევლის გათავისუფლებას.

გატაცებულების ახლობლები კი ოჯახის წევრების დასაბრუნებლად  ნეთანიაჰუსა და მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.

„ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ახლობლები – AP

ამასთანავე, ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ოჯახების სახლები დაანგრიეს.

გასულ კვირას ისრაელმა ავიაიერიში განახორციელა ლიბანში, რის შედეგადაც დაიღუპა „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი. როგორც ლიბანის მედია აცხადებს, თავდასხმის დროს დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend