მთავარიმსოფლიოეგვიპტეარაბული ლიგის შეხვედრა კაიროში

არაბული ლიგის შეხვედრა კაიროში

კაიროში არაბთა ლიგის საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელთა 85%-მა უკვე დატოვა ტერიტორია, 7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ წამოწყებული ომის შემდეგ. ისრაელის სამხედრო ძალები კი განაგრძობენ ღაზის სექტორზე დამანგრეველი იერიშების მიტანას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ღაზის სექტორის ყოველი მეოთხე მოსახლე შიმშილობს.

არაბთა ლიგაში მაროკოს წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო ვერ ახერხებს შესაბამისი რეზოლუციის მიღებას, ეს არ ნიშნავს, რომ არაბთა ლიგის სახელმწიფოებმა შეაჩერონ ძალისხმევა ღაზის სექტორის მაცხოვრებელთა დასახმარებლად.

“ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება უფრო და უფრო მძიმდება. საერთაშორისო საზოგადოება, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი უშიშროების საბჭო კაცობრიობის ის საერთაშორისო ინსტრუმენტებია, რომელთაც უნდა უზრუნველყონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს თვალსაზრისით წინსვლა არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა შევამციროთ”, – ამბობს მოჰამედ აიტ ოალი, არაბთა ლიგაში მაროკოს წარმომადგენელი.

პალესტინელები თხრიან საფლავებს ნათესავებისთვის, რომლებიც ისრაელის დაბომბვას შეეწირნენ, ღაზის სექტორი, 22 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Mohammed Dahman

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend