მთავარიEuropean Unionსავარაუდოდ, უნგრეთი აღარ შეუშლის ხელს უკრაინისთვის ფინანსური პაკეტის დამტკიცებას

სავარაუდოდ, უნგრეთი აღარ შეუშლის ხელს უკრაინისთვის ფინანსური პაკეტის დამტკიცებას

დიდი ალბათობით, უნგრეთი მზადაა, აღარ შეუშალოს ხელი ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას. საუბარია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტზე, რომელიც უნგრეთმა დეკემბერში დაბლოკა. ეს ბუდაპეშტსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფონზე ხდება. მართალია, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საკითხი არ დახურულა და „საგანგებო“ სხდომამდე გადაიდო, რომელიც 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.

ცოტა დროა დარჩენილი მანამ, სანამ ცნობილი გახდება, დაუჭერს თუ არა უნგრეთი მხარს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას, თუმცა ევროპელი დიპლომატები უკვე ვარაუდობენ, რომ პაკეტი ამჯერად დამტკიცდება, რადგან ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობრივი პოზიცია შერბილებულია.

დეკემბერში უნგრეთის მიერ დაფინანსების გამოყოფაზე ხელის შეშლამ ევროპულ სტრუქტურებში შეშფოთება გამოიწვია. დახმარების დასამტკიცებლად 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა იყო საჭირო. ბუდაპეშტიდან ვეტოს შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა, უნგრეთის პოზიციის გვერდის ავლით ევროკავშირის ერთიანობის დაცვის პოტენციურ გზებზე.

მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ბუდაპეშტს შორის გრძელდება, შეთანხმება როგორც ამბობენ, პირველ თებერვლამდე უნდა მოხდეს. სწორედ პირველ თებერვალსაა დაგეგმილი ორბანისა და ევროკავშირის ქვეყნების სხვა ლიდერების შეხვედრა.

„ევროპის საბჭო პირველ თებერვალს შეიკრიბება. ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება შევთანხმდეთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს სახით დახმარების პაკეტის გადაცემაზე. და თუ ჩვენ როგორც ევროკავშირი ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ, მაშინ მოგვიწევს ამის გაკეთება, ცალ-ცალკე. იმედია, ასე არ მოხდება. ვამჯობინებ, ასეთ გადაწყვეტილებებს ერთსულოვნად ვიღებდეთ. თუმცა აუცილებელია გვქონდეს გეგმა B“, – ამბობს ლეო ვარადკარი, ირლანდიის პრემიერ მინისტრი.

ევროპელი დიპლომატები, რომლებიც სავარაუდო შეთანხმებაზე საუბრობენ, არ ამბობენ იმას, თუ რა დათმობაზე წავიდა ევროკავშირი და უკრაინისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ რას მიიღებს უნგრეთი.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend