პარიზსა და მის შემოგარენში ქარბუქის გამო განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა, მოძრაობა შეფერხებული იყო.
მოგვიანებით განგაშის ეს დონე გაუქმდა, თუმცა ქვეყნის უმეტეს ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გარდა, ყვითელი დონეა შენარჩუნებული და მოსახლეობას თოვლისა და ყინვის შესახებ აფრთხილებენ. ყინვის გამო განგაშის ყვითელი დონეა ასევე ქვეყნის ჩრდილოეთში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ბელგიაშიც მძღოლები რთულ მდგომარეობაში არიან. ვალონიაში არაოპტიმისტური პროგნოზისა და ძლიერი თოვლის გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.
რეგიონში რამდენიმე ადგილას თოვლის სიმაღლე 11 სანტიმეტრს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 11 წლის განმავლობაში.
ამავდროულად, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, დატკბნენ თოვლით დაფარული ქალაქის მონუმენტების ხილვითა და ზამთრის პეიზაჟით.
ნორვეგიაში კი, სადაც ხალხი შეჩვეულია ქარბუქებსა და დიდთოვლობას, გართობის უფრო მეტი საშუალებაა.
პლაჟის ფრენბურთის ეროვნული ნაკრების წევრებმა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულებმა გადაწყვიტეს, თოვლში ევარჯიშათ.