მთავარიმოგზაურობაპანამაში ძლიერი გვალვის გამო, სანაოსნო არხით გემების გატარება შეიზღუდა

პანამაში ძლიერი გვალვის გამო, სანაოსნო არხით გემების გატარება შეიზღუდა

პანამაში, გასულ წელს დაწყებული გვალვის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, 35%-ით შეემცირებინა გემების დაკვეთა პანამის არხზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზაა.

პანამის ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ახლად დაწესებული შეზღუდვები კომერციულ გემებზე. ეს კი, ექსპერტების შეფასებით, დიდ ეკონომიკურ დარტყმას გამოიწვევს.

პანამის ხელისუფლების შეფასებით, 2024 წელს პანამაში წყლის დონის დაწევა მათ დაახლოებით 500-დან – 700 მილიონ ამერიკულ დოლარამდე დაუჯდებათ.

ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა გვალვამ, რომელიც კი ოდესმე ცენტრალურ ამერიკაში ყოფილა, 80-კილომეტრიან საზღვაო მარშრუტზე ქაოსი გამოიწვია.

ირგვლივ გემების მიერ შექმნილი ხერგილებია, მსოფლიო საზოგადოება ფიქრობს, რომ პანამის არხი აღარ არის სანდო გზა საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.

პანამის ხელისუფლების ცნობით, საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს სანაოსნო არხზე ახლა, ყოველდღიურად 24 გემს ატარებენ.

კლიმატის ცვლილებამ პანამაში წყლის ახალი წყაროების მოძიების საჭიროება შექმნა როგორც არხის მუშაობისთვის, ისე პანამაში მცხოვრები 4 მილიონზე მეტი მოქალაქის უზრუნველსაყოფად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend