ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სამხედრო ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის სანაპიროებთან, პატრულირებას აგრძელებს.
7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ ვაშინგტონი ყველა ღონეს ხმარობს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზარდოს.
ამჟამად ისრაელის სანაპიროებთან ამერიკული ფლოტის ხომალდებში 2500-ამდე საზღვაო ქვეითია შესაბამის ჯავშანშეიარაღებასთან ერთად თავმოყრილი.