მთავარიმსოფლიოზელენსკი დავოსში უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემას ითხოვს

ზელენსკი დავოსში უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემას ითხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში იმყოფება და რუსეთის ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. იგი მოითხოვს ბანკების მიერ დაყადაღებული რუსული აქტივების ნაწილს. 

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებია გაყინული.

ამ იდეას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთი

საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ კამერონი მოუწოდებს დასავლეთის მთავრობებს, ისინიც დაეთანხმონ ამ წინადადებას და გაითვალისწინონ, რომ აქტივები უკვე გაყინულია. მისი თქმით, არსებობს სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური არგუმენტი, რადგან მას შემდეგ, რაც პუტინმა უკანონო ინტერვენცია წამოიწყო, სამყაროც შეიცვალა. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს საზოგადოების მიდგომაც. კამერონი აღნიშნავს, რომ ახლა უფრო სახიფათო, გაურკვეველ და რთულ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ინოვაციური წინადადებების მისაღებად, თუ როგორ შეიძლება ამ რესურსების უკრაინის დასახმარებლად გამოყენება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით,  უკრაინას სჭირდება გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტი. მისი აზრით, ეს იქნება წინსვლისთვის საჭირო გზა და ერთგვარი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ფასიც უნდა გადაიხადო.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეთავაზება დაყადაღებული რუსული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნის ყაჩაღობაა.

აშკარაა, რომ უკრაინას თანხა სჭირდება. მასშტაბური ზიანის აღსადგენად, რომელიც სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მშენებლობისა და სხვა სფეროებს მიადგა, თითქმის ტრილიონი დოლარია საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპელი ბანკირები რუსული აქტივების კონფისკაციას ერიდებიან. მათ არ სურთ რთული სამართლებრივი პრეცედენტის შექმნა, რადგან, ფიქრობენ, რომ ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend