მთავარიამერიკააშშტრამპის წარმატება ევროპაში შეშფოთებას იწვევს

ტრამპის წარმატება ევროპაში შეშფოთებას იწვევს

ევროპელ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ყველაზე დიდი პრობლემა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათია.

შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ყოფილი პრეზიდენტის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნება ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ახალი, სავაჭრო-სატარიფო დაპირისპირების საფრთხეს ზრდის. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისიც სახელდება, რომ ტრამპმა მისი პრეზიდენტობის პირობებში ევროკავშირის რიგ საქონელზე ტარიფები დააწესა.

ვაჭრობა არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც ევროკავშირს აწუხებს. შეერთებული შტატები საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისათვის ერთ-ერთი მთავარი დონორია, მაგრამ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ აშშ უკრაინის არასაიმედო მოკავშირედ იქცეს.

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა მისი არაპროგნოზირებადი ხასიათია. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, სანამ ეს საჭირო იქნება, ამის პარალელურად კი უკრაინის მხარდაჭერას საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს.

ტრამპის შიდა პარტიული კენჭისყრის პირველ ეტაპზე გამარჯვება ხანგრძლივი რბოლის მხოლოდ დასაწყისია. იმისთვის, რომ ჯო ბაიდენი დაამარცხოს, ის ჯერ რესპუბლიკური პარტიის სრულფასოვანი კანდიდატი უნდა გახდეს.

აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი დე-მოინში მოწყობილ საღამოზე. 15 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Andrew Harnik

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend